9 ექსპერტი
გაყიდვების სფეროში მაქვს გამოცდილება გერმანულენოვან ბაზარზე. საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გავხდი წლის თანამშრომელი მაღალი შედეგებისა და ეფექტური გაყიდვების უნარების გამო. სიამოვნებით ვაზიარებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
კომპლექსური დატა & Software სისტემების, AI Native გარემოების და აგენტების შექმნის 7 წლიანი გამოცდილება. ტექ სტარტაპის დამფუძნებელი და CTO.
შემიძლია დაგეხმაროთ სოციალური მედიის კონსულტაციით, Meta Ads-ის გამართვით, კონტენტის დაგეგმვით, გვერდების ოპტიმიზაციით და სხვადასხვა ერთჯერადი მარკეტინგული დავალების შესრულებით.
ფსიქოლოგი, 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ვმუშაობ ადამიანების ემოციური კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა უსაფრთხო, მშვიდი და მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და სირთულეებზე. ვმუშაობ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ემოციური გადაღლა, დაბალი თვითშეფასება, ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები და ცხოვრებისეული ცვლილებები. ასევე ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებაში, პირადი საზღვრების ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ჩემი მიდგომა ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ერთად ვიკვლევთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ვეძებთ პრაქტიკულ გზებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩემი მიზანია, ადამიანებს დავეხმარო განივითარონ ემოციური მდგრადობა, უკეთ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გაიუმჯობესონ თვითშეფასება და შექმნან უფრო მშვიდი, დაბალანსებული და სრულფასოვანი ცხოვრება.
შედეგებზე ორიენტირებული მარკეტერი 6+ წლიანი გამოცდილებით B2C და Ecommerce სექტორში. აქვს გამოცდილება Head of Marketing, Marketing Specialist, Performance Marketing (Meta Ads, Google Ads), GEO/SEO/SEM და მარკეტინგული ძაბრის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
ვეხმარები ადამიანებს SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის) სფეროში რეალური, პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. ვამზადებ მოსწავლეებს და ვთავაზობ SEO-ს სრულ კურსს, სადაც თეორიასთან ერთად უშუალოდ რეალურ პროექტებზე მუშაობას ვთმობთ დროს. თუ გსურს, საფუძვლიანად შეისწავლო ვებგვერდების ოპტიმიზაცია და საძიებო სისტემების ალგორითმები, მოგწერე დეტალებისთვის.
დაგეხმარებით გაყიდვების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში, თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური შეთავაზებების მომზადებასა და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების შერჩევაში. საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულებით გთავაზობთ საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების სრულ დაგეგმვასა და ორგანიზებას. დაგეხმარებით თქვენი ტვირთისთვის ყველაზე ეფექტური მარშრუტისა და ტრანსპორტირების მეთოდის შერჩევაში, ხარჯებისა და ტრანზიტის დროის ოპტიმიზაციაში, ასევე გაგიწევთ პროფესიულ კონსულტაციას საბაჟო პროცედურების, საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნებართვების შერჩევისა და მიღების საკითხებში.