კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 1 ივლისი
შენი პირადი მონაცემები მნიშვნელოვანია. წინამდებარე პოლიტიკა ხსნის რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ, ვის ვუზიარებთ და როგორ ვიცავთ. თუ რაიმე გაუგებარია — დაწერე mcodne.ge@gmail.com.
მოკლედ
ვიცავთ შენს პირად მონაცემებს GDPR და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებს ვაგროვებთ მხოლოდ იმდენს, რაც სერვისისთვის საჭიროა და არასდროს ვყიდით.
1. ვინ არის მონაცემთა კონტროლიორი
მონაცემთა კონტროლიორია მცოდნე (mcodne.ge), საქართველო. კონტაქტი კონფიდენციალურობის საკითხებზე: mcodne.ge@gmail.com
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისას: სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, ქალაქი. ექსპერტებისთვის დამატებით — გამოცდილება, პორტფოლიო, ID დოკუმენტი (გადამოწმებისთვის).
პლატფორმის გამოყენებისას: მოთხოვნებისა და შეთავაზებების ისტორია, შეტყობინებები, შეფასებები, ტექნიკური მონაცემები (IP, ბრაუზერი, მოწყობილობა).
გადახდის შემთხვევაში: ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენთან — გადახდების ამოქმედების შემდეგ დამუშავდება TBC / BOG payment gateway-ის მიერ.
3. რისთვის ვიყენებთ
მომსახურების გაწევა — ანგარიშის მართვა, მოთხოვნებისა და შეთავაზებების დამუშავება.
უსაფრთხოება — თაღლითობის აღმოჩენა, სპამის პრევენცია, ანგარიშის დაცვა.
გაუმჯობესება — პლატფორმის ანალიზი, ახალი ფუნქციების შემუშავება.
კომუნიკაცია — მნიშვნელოვანი შეტყობინებები, პასუხი კითხვებზე. მარკეტინგული წერილები იგზავნება მხოლოდ თანხმობის შემდეგ.
4. მონაცემთა დამუშავების საფუძველი
ხელშეკრულების შესრულება — ანგარიშის მართვა, მოთხოვნებისა და შეთავაზებების დამუშავება.
სამართლებრივი ვალდებულება — გადასახადები, ბუღალტერია.
ლეგიტიმური ინტერესი — უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია.
თანხმობა — მარკეტინგული კომუნიკაცია, ანალიტიკური ქუქიები.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
ანგარიშის მონაცემები ინახება მანამ, სანამ ანგარიში აქტიურია. პარამეტრებიდან წაშლა მყისიერია და შეუქცევადი — „grace period“ არ არსებობს და აღდგენა შეუძლებელია.
თუ ანგარიშს დასრულებული სამუშაოები ან მიმოწერა აქვს, ავტომატური წაშლა ჩერდება — ეს ჩანაწერები რჩება, სანამ მხარდაჭერა მათ ხელით არ დაამუშავებს (mcodne.ge@gmail.com).
გადახდის ჩანაწერები ინახება 7 წელი (საგადასახადო ვალდებულებით).
შეტყობინებების ლოგები — 12 თვე უსაფრთხოების მიზნებისთვის.
7. შენი უფლებები
შენ გაქვს უფლება: მოითხოვო ინფორმაცია რა მონაცემები გვაქვს შენზე; მოითხოვო შესწორება ან წაშლა; შეზღუდო დამუშავება; მოითხოვო მონაცემების პორტაცია; გაიხმო თანხმობა; შეიტანო საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
ამ უფლებების გამოსაყენებლად დაწერე: mcodne.ge@gmail.com — ვუპასუხებთ 30 დღეში.
8. უსაფრთხოება
გამოვიყენებთ დაშიფვრას გადაცემისას (TLS) და შენახვისას (AES-256). პაროლები ინახება ჰეშირებული (bcrypt). წვდომა შენს მონაცემებზე შეზღუდულია — მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
უსაფრთხოების ინციდენტის შემთხვევაში მოცემულ პირებს ვაცნობებთ 72 საათში.
9. საერთაშორისო გადაცემა
ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი (მაგ. Railway) დაფუძნებულია ევროპულ ეკონომიკურ ზონაში ან აშშ-ში. მონაცემთა გადაცემა ხდება Standard Contractual Clauses-ის საფუძველზე.
10. არასრულწლოვნები
პლატფორმა განკუთვნილია 18+ მომხმარებლებისთვის. თუ შევიტყობთ, რომ 18 წლამდე პირს გვაქვს ანგარიში, დაუყოვნებლივ წავშლით.
11. კონტაქტი
კონფიდენციალურობის საკითხებზე: mcodne.ge@gmail.com
ზოგადი შეკითხვები: mcodne.ge@gmail.com