ლუკა
123123123123123123123123123123413124312312312312312312312312312312341312431231231231231231231231231231234131243
123123123123123123123123123123413124312312312312312312312312312312341312431231231231231231231231231231234131243
ვარ ბუღალტერი 8+ წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ვემსახურები სხვადასხვა პროფილის კომპანიებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს. მაქვს გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაში, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და ფინანსური ოპერაციების მართვაში
იურისტი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით — ვეხმარები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობასა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში. ვმუშაობ საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, საბანკო, ქონებრივ და სხვა სამოქალაქო დავებზე. ასევე ვახორციელებ ბიზნესის რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლებრივ მოწესრიგებას, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას და სხვა იურიდიულ მომსახურებას.
💼 ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით ▪️დამატებითი სპეციალიზაცია: ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო/სისხლი) ▪ საჯარო სამართლის მაგისტრი 🔸️კვალიფიციური ადვოკატი შენი შესაძლებლობაა! 📞 +995 598292701, whatsapp-ზე, viber-ზე⚖️✅ 📬 besikiguliashvili@gmail.com
ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას, იურიდიული დოკუმენტების შედგენას სწრაფად, ეფექტურად, მათ შორის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ჩვენი იურისტები გაგიწევენ დახმარებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. პროფესიონალი გუნდის ცოდნა და გამოცდილება იმის საფუძველს იძლევა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი მიიღებს არა მარტო კვალიფიციურ და იურიდიულად გამართულ სამართლებრივ კონსულტაციასა თუ მომსახურებას, არამედ, ჩვენი თანამშრომლობის შედეგი იქნება მისი წარმატებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი.
ადვოკატი და სამართლის ექსპერტი. ვეხმარები ადამიანებს რთულ სამართლებრივ სიტუაციებში საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ჩემი მიზანია, სამართალი რეალურ და ეფექტიან დაცვად ვაქციო.
აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
მაქვს მთავარ ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება . კონსულტაციას ვუწევს სხვადასხვა ზომისა და სფეროს მეწარმე სუბიექტებს.
კომპანიებს, დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს საგადასახადო კონსულტაციებსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში
ვარ ბავშვთა ფსიქოლოგი და ადრეული განვითარების სპეციალისტი. ვმუშაობ ბავშვების კოგნიტური, ადაპტური, მეტყველების, სოციალურ- ემოციურ, თამაშის და სხვა უნარების განვითარებაზე, ასევე მშობლებს ვაძლევ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ბავშვის ყოველდღიური განვითარების მხარდასაჭერად. ვეხმარები ბავშვებს მათი ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად განვითარებაში, ხოლო მშობლებს — უკეთ გაიგონ და ეფექტურად დაუჭირონ მხარი საკუთარ შვილს. ყველა ბავშვს საკუთარი განვითარების ტემპი აქვს. ჩემი მიზანია, ამ გზაზე თითოეულმა ბავშვმა სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ხოლო ოჯახმა მიიღოს პროფესიული მხარდაჭერა და პრაქტიკული რეკომენდაციები. მჯერა, რომ სწორ დროს აღმოჩენილი და სწორად მიწოდებული მხარდაჭერა ბავშვის მომავალს ცვლის. სწორედ ამიტომ ვმუშაობ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, რათა განვითარება გახდეს უფრო მარტივი, ბუნებრივი და სასიამოვნო.
ვარ მოქმედი გამოცდილი ბუღალტერი.შემიძლია დავეხმარო როგირც დამწყებ ისე მოქმედ ბიზნესებს
მაქვს მთავარ ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება 18+ . კონსულტაციებს ვუწევს სხვადასხვა ზომის და სფეროს მეწარმე სუბიექტებს
ინვენტარიზაცია, ბაზრის ანალიზი, ბიზნესისთვის ნებისმიერი სახის კომერციული მხარდაჭერა.
დაგეხმარებით ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციების მოწესრიგებაში
სამართლებრივი პრაქტიკისა და საჯარო სექტორის მრავალწლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ მაღალი სტანდარტის საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად არის მორგებული თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ბიზნესის ინტერესებზე. ჩემი მთავარი მიმართულება სამშენებლო და არქიტექტურული სამართალია — სფერო, რომელიც მოიცავს არქიტექტურულ ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვებს, სივრცით დაგეგმარებას და ქალაქთმშენებლობით რეგულაციებთან დაკავშირებულ კომპლექსურ პროცედურებს. საჯარო სამსახურში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას მომცემს, ეფექტურად გავცე რეკომენდაციები ადმინისტრაციულ პროცესებსა და ნებისმიერ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ უწყებასთან ურთიერთობის საკითხებზე. გარდა მთავარი მიმართულებისა, პროფესიულ კონსულტაციას გთავაზობთ შემდეგ სფეროებში: • სამოქალაქო სამართალი • სისხლის სამართალი • ადმინისტრაციული სამართალი • შრომის სამართალი • ინტელექტუალური საკუთრებისა სამართალი • სამეწარმეო სამართალი ჩემი მიზანია, თითოეული საკითხისთვის შევარჩიო სამართლებრივად უტყუარი და შედეგზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს. გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს, დავეხმარები მათ პროფესიულ ორიენტაციაში, ცოდნის ღრმად ათვისებასა და კარიერული გზის წარმატებით დაგეგმვაში.
როგორც RPA ბიზნეს-ანალიტიკოსი, სერტიფიცირებული Life Coach და ცვლილებების მართვის ექსპერტი, მე ვეხმარები კომპანიებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და AI ტექნოლოგიების დანერგვაში. ჩემი უნიკალური მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ ექსპერტიზასა და Change Management Coaching-ს, რაც უზრუნველყოფს ცვლილებების მარტივ და სტრესისგან თავისუფალ დანერგვას. ძირითადი მომსახურება: პროცესების აუდიტი და AI-ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ბიზნესპროცესების სიღრმისეული ანალიზი და იმ არეალების გამოვლენა, სადაც AI და RPA ყველაზე მაღალ ეფექტურობას მოიტანს. სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაცია AI და RPA გადაწყვეტილებებით. სამუშაო პროცესების გადაწყობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტისა (LLM-native) და RPA ინსტრუმენტების ინტეგრაციით. Change Management Coaching (ცვლილებების მართვის ქოუჩინგი): პროფესიონალური Life Coaching-ის პრინციპებზე დაფუძნებული მხარდაჭერა, რაც გუნდს ეხმარება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შიშებისა და წინააღმდეგობების გადალახვაში. გუნდის ემოციური და პროფესიული მზაობის შეფასება. თანამშრომლების ემოციური მდგომარეობისა და პროფესიული მზაობის გაძლიერება AI და ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის. სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაცია: მკაფიო და დეტალური დოკუმენტაციის მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე. რა შედეგს იღებს დამკვეთი? საოპერაციო ხარჯების 20–30%-ით შემცირება. ხელოვნური ინტელექტისა და RPA-ს სინერგიით მიღწეული მაქსიმალური პროდუქტიულობა. ადამიანზე ორიენტირებული ტრანსფორმაცია: Life Coach-ის მიდგომით მხარდაჭერილი გუნდი, რომელიც ენთუზიაზმით იღებს ინოვაციებს და აღწევს სტაბილურ, გრძელვადიან შედეგებს. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც მოკლევადიანი აუდიტის, ასევე გრძელვადიანი პროექტების სახით (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
გაყიდვების სფეროში მაქვს გამოცდილება გერმანულენოვან ბაზარზე. საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გავხდი წლის თანამშრომელი მაღალი შედეგებისა და ეფექტური გაყიდვების უნარების გამო. სიამოვნებით ვაზიარებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
კომპლექსური დატა & Software სისტემების, AI Native გარემოების და აგენტების შექმნის 7 წლიანი გამოცდილება. ტექ სტარტაპის დამფუძნებელი და CTO.
შემიძლია დაგეხმაროთ სოციალური მედიის კონსულტაციით, Meta Ads-ის გამართვით, კონტენტის დაგეგმვით, გვერდების ოპტიმიზაციით და სხვადასხვა ერთჯერადი მარკეტინგული დავალების შესრულებით.
ფსიქოლოგი, 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ვმუშაობ ადამიანების ემოციური კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა უსაფრთხო, მშვიდი და მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და სირთულეებზე. ვმუშაობ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ემოციური გადაღლა, დაბალი თვითშეფასება, ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები და ცხოვრებისეული ცვლილებები. ასევე ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებაში, პირადი საზღვრების ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ჩემი მიდგომა ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ერთად ვიკვლევთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ვეძებთ პრაქტიკულ გზებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩემი მიზანია, ადამიანებს დავეხმარო განივითარონ ემოციური მდგრადობა, უკეთ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გაიუმჯობესონ თვითშეფასება და შექმნან უფრო მშვიდი, დაბალანსებული და სრულფასოვანი ცხოვრება.
შედეგებზე ორიენტირებული მარკეტერი 6+ წლიანი გამოცდილებით B2C და Ecommerce სექტორში. აქვს გამოცდილება Head of Marketing, Marketing Specialist, Performance Marketing (Meta Ads, Google Ads), GEO/SEO/SEM და მარკეტინგული ძაბრის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
ვეხმარები ადამიანებს SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის) სფეროში რეალური, პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. ვამზადებ მოსწავლეებს და ვთავაზობ SEO-ს სრულ კურსს, სადაც თეორიასთან ერთად უშუალოდ რეალურ პროექტებზე მუშაობას ვთმობთ დროს. თუ გსურს, საფუძვლიანად შეისწავლო ვებგვერდების ოპტიმიზაცია და საძიებო სისტემების ალგორითმები, მოგწერე დეტალებისთვის.
დაგეხმარებით გაყიდვების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში, თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური შეთავაზებების მომზადებასა და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების შერჩევაში. საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულებით გთავაზობთ საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების სრულ დაგეგმვასა და ორგანიზებას. დაგეხმარებით თქვენი ტვირთისთვის ყველაზე ეფექტური მარშრუტისა და ტრანსპორტირების მეთოდის შერჩევაში, ხარჯებისა და ტრანზიტის დროის ოპტიმიზაციაში, ასევე გაგიწევთ პროფესიულ კონსულტაციას საბაჟო პროცედურების, საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნებართვების შერჩევისა და მიღების საკითხებში.
ჩემი პროფესიული საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად აერთიანებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ხელოვნურ ინტელექტს, საგანმანათლებლო სფეროსა და საავტომობილო ინჟინერიას. პროგრამირება და ხელოვნური ინტელექტი ვარ გამოცდილი დეველოპერი და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩემს ძირითად სამუშაო ინსტრუმენტებს შორისაა Next.js, JavaScript, Tailwind CSS, Python და Drizzle ORM. დარეგისტრირებული ვარ როგორც ინდივიდუალური მეწარმე და წარმატებით ვქმნი, ასევე ვნერგავ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტომატიზებულ ჩატბოტებს. გარდა ვებ-დეველოპმენტისა, მაქვს აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირებისა (reverse-engineering) და ლოკალური სერვერების მართვის პრაქტიკული გამოცდილება. აკადემიური საქმიანობა და განათლება ჩემი აკადემიური ინტერესები პირდაპირ კავშირშია ჩემს პროფესიასთან. ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხელოვნური ინტელექტის ფაკულტეტზე, მაგისტრატურის საფეხურზე. ეს მაძლევს საშუალებას, გავიღრმაო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მანქანურ სწავლებასა და ნეირონულ ქსელებში. ამასთან ერთად, ვმუშაობ კოლეჯის ინსტრუქტორად, სადაც ჩემს ტექნიკურ გამოცდილებას სტუდენტებს ვუზიარებ, რაც მეხმარება პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების მუდმივ განვითარებაში. ავტომობილების ელექტრონიკა და დიაგნოსტიკა IT ტექნოლოგიების პარალელურად, მაქვს დიდი ინტერესი და პრაქტიკული ექსპერტიზა საავტომობილო დიაგნოსტიკის მიმართულებით. პროფესიონალურ დონეზე ვიყენებ ისეთ სადიაგნოსტიკო და საკოდირებელ პროგრამებს, როგორებიცაა E-Sys, ISTA და BimmerCode. შემიძლია დამოუკიდებლად მოვაგვარო ავტომობილების რთული მოდულური პრობლემები, გავაკეთო რეტროფიტინგი და განვახორციელო სისტემების პროგრამული ადაპტაცია. ამ უნარებს აქტიურად ვიყენებ პრაქტიკაში, მათ შორის ჩემი პირადი BMW 328i-ის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისას.