გადადი მთავარ შიგთავსზე
ლაზარე ჯელაძე

ლაზარე ჯელაძე

იურისტი. კონსულტაცია იურიდიული მიმართულებით

ხელშეკრულებაშრომითი დავასაოჯახო სამართალიკორპორატიული სამართალიინტელექტუალური საკუთრებასასამართლო დავაკომპანიის რეგისტრაციათბილისიქართული, ინგლისური

შესახებ

სამართლებრივი პრაქტიკისა და საჯარო სექტორის მრავალწლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ მაღალი სტანდარტის საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად არის მორგებული თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ბიზნესის ინტერესებზე. ჩემი მთავარი მიმართულება სამშენებლო და არქიტექტურული სამართალია — სფერო, რომელიც მოიცავს არქიტექტურულ ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვებს, სივრცით დაგეგმარებას და ქალაქთმშენებლობით რეგულაციებთან დაკავშირებულ კომპლექსურ პროცედურებს. საჯარო სამსახურში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას მომცემს, ეფექტურად გავცე რეკომენდაციები ადმინისტრაციულ პროცესებსა და ნებისმიერ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ უწყებასთან ურთიერთობის საკითხებზე. გარდა მთავარი მიმართულებისა, პროფესიულ კონსულტაციას გთავაზობთ შემდეგ სფეროებში: • სამოქალაქო სამართალი • სისხლის სამართალი • ადმინისტრაციული სამართალი • შრომის სამართალი • ინტელექტუალური საკუთრებისა სამართალი • სამეწარმეო სამართალი ჩემი მიზანია, თითოეული საკითხისთვის შევარჩიო სამართლებრივად უტყუარი და შედეგზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს. გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს, დავეხმარები მათ პროფესიულ ორიენტაციაში, ცოდნის ღრმად ათვისებასა და კარიერული გზის წარმატებით დაგეგმვაში.