გადადი მთავარ შიგთავსზე
ექსპერტებისთვის

გახდი ექსპერტი მცოდნეზე

შენი გამოცდილება ვიღაცის გადაუჭრელი კითხვაა. მცოდნე ქართველ სპეციალისტებს აკავშირებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც კონკრეტულ საკითხზე პასუხი სჭირდებათ — ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე, შენს მიერ დადგენილ დროსა და ფასად.

რეგისტრაცია უფასოა · განაცხადს ხელით განვიხილავთ 24–48 საათში

როგორ მუშაობს
  1. 1
    შეავსე მოკლე განაცხადი

    ორი ეკრანი — ვინ ხარ, რა სფეროა და რა ღირს შენი კონსულტაცია.

  2. 2
    ჩვენ ხელით გადავხედავთ

    ყოველ განაცხადს ადამიანი კითხულობს — პასუხი 24–48 საათში.

  3. 3
    გამოაქვეყნე თავისუფალი დრო

    დამტკიცების შემდეგ პროფილი ჩნდება ძებნაში; ჯავშნები იმ დროიდან იწყება, რასაც გამოაქვეყნებ.

ვის ვეძებთ
  • ბუღალტერი ან საგადასახადო კონსულტანტი
  • იურისტი
  • ფინანსისტი
  • მარკეტოლოგი
  • ბიზნეს ან კარიერული კონსულტანტი
  • HR, IT, პროდაქტის ან დიზაინის სპეციალისტი
  • ფსიქოლოგი
  • უძრავი ქონების, რელოკაციის ან კრიპტოს ექსპერტი

სფერო სიაში არ არის? განაცხადში თავად ჩაწერ შენს მიმართულებას — ნიშური საქმეც მისაღებია.

რას იღებ
ფასს შენ ადგენ

ყოველ სერვისზე ცალკე. რასაც დააყენებ, იმას ხედავს კლიენტი.

დროც შენია

აქვეყნებ თავისუფალ საათებს; სხვა დროს არავინ გიჯავშნის.

პროფილი ძებნაში

დამტკიცების შემდეგ ჩნდები კატალოგსა და შენი სფეროს გვერდზე.

გადახდები — მალე

ამჟამად ჯავშნა უფასოა და საკომისიოს არ ვიკავებთ. 15% ფასიანი ჯავშნების ამოქმედებისას დაიწყება.

ხშირად დასმული კითხვები
რა მჭირდება დასაწყებად?
რეალური გამოცდილება შენს სფეროში და მოკლე აღწერა იმისა, რაში ეხმარები ადამიანებს. განაცხადი ორ ეკრანზეა — ლიცენზიის ნომერი, დიპლომი ან სერტიფიკატი სავალდებულო არ არის.
რამდენი დრო სჭირდება განაცხადს?
რამდენიმე წუთი. დანარჩენს — ვიდეო, სერტიფიკატები, ბმულები — პროფილში ავსებ დამტკიცების შემდეგ.
ვინ ადგენს ფასს?
შენ. ფასს თითოეულ სერვისზე ცალკე ადგენ და კლიენტი მას წინასწარ ხედავს — ფარული საკომისიო არ ემატება.
რა ხდება გადახდებთან დაკავშირებით?
ამ ეტაპზე ჯავშნა უფასოა და საკომისიოს არ ვიკავებთ. 15% ფასიანი ჯავშნების ამოქმედებისთანავე დაიწყება — ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.
როგორ ტარდება კონსულტაცია?
ვიდეოსესიის ფორმატში, ბრაუზერიდან — ცალკე აპლიკაცია არც შენ გჭირდება და არც კლიენტს.
შემიძლია დრო თავად განვსაზღვრო?
დიახ. შენ აქვეყნებ თავისუფალ დროებს და მხოლოდ იმ საათებში გიჯავშნიან. ნებისმიერ დროს შეგიძლია პროფილი პაუზაზე დააყენო.

მზად ხარ?

განაცხადი ორ ეკრანზეა და რამდენიმე წუთს წაიღებს.

დაიწყე განაცხადი