ლუკა
123123123123123123123123123123413124312312312312312312312312312312341312431231231231231231231231231231234131243
123123123123123123123123123123413124312312312312312312312312312312341312431231231231231231231231231231234131243
იურისტი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით — ვეხმარები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობასა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში. ვმუშაობ საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, საბანკო, ქონებრივ და სხვა სამოქალაქო დავებზე. ასევე ვახორციელებ ბიზნესის რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლებრივ მოწესრიგებას, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას და სხვა იურიდიულ მომსახურებას.
💼 ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით ▪️დამატებითი სპეციალიზაცია: ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო/სისხლი) ▪ საჯარო სამართლის მაგისტრი 🔸️კვალიფიციური ადვოკატი შენი შესაძლებლობაა! 📞 +995 598292701, whatsapp-ზე, viber-ზე⚖️✅ 📬 besikiguliashvili@gmail.com
ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას, იურიდიული დოკუმენტების შედგენას სწრაფად, ეფექტურად, მათ შორის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ჩვენი იურისტები გაგიწევენ დახმარებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. პროფესიონალი გუნდის ცოდნა და გამოცდილება იმის საფუძველს იძლევა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი მიიღებს არა მარტო კვალიფიციურ და იურიდიულად გამართულ სამართლებრივ კონსულტაციასა თუ მომსახურებას, არამედ, ჩვენი თანამშრომლობის შედეგი იქნება მისი წარმატებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი.
ადვოკატი და სამართლის ექსპერტი. ვეხმარები ადამიანებს რთულ სამართლებრივ სიტუაციებში საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ჩემი მიზანია, სამართალი რეალურ და ეფექტიან დაცვად ვაქციო.
სამართლებრივი პრაქტიკისა და საჯარო სექტორის მრავალწლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ მაღალი სტანდარტის საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად არის მორგებული თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ბიზნესის ინტერესებზე. ჩემი მთავარი მიმართულება სამშენებლო და არქიტექტურული სამართალია — სფერო, რომელიც მოიცავს არქიტექტურულ ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვებს, სივრცით დაგეგმარებას და ქალაქთმშენებლობით რეგულაციებთან დაკავშირებულ კომპლექსურ პროცედურებს. საჯარო სამსახურში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას მომცემს, ეფექტურად გავცე რეკომენდაციები ადმინისტრაციულ პროცესებსა და ნებისმიერ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ უწყებასთან ურთიერთობის საკითხებზე. გარდა მთავარი მიმართულებისა, პროფესიულ კონსულტაციას გთავაზობთ შემდეგ სფეროებში: • სამოქალაქო სამართალი • სისხლის სამართალი • ადმინისტრაციული სამართალი • შრომის სამართალი • ინტელექტუალური საკუთრებისა სამართალი • სამეწარმეო სამართალი ჩემი მიზანია, თითოეული საკითხისთვის შევარჩიო სამართლებრივად უტყუარი და შედეგზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს. გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს, დავეხმარები მათ პროფესიულ ორიენტაციაში, ცოდნის ღრმად ათვისებასა და კარიერული გზის წარმატებით დაგეგმვაში.