გადადი მთავარ შიგთავსზე

ანა გაგოშიძე

ინდივიდუალური სესიაწყვილის თერაპია+2
თბილისი

ფსიქოლოგი, 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ვმუშაობ ადამიანების ემოციური კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა უსაფრთხო, მშვიდი და მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ განცდებსა და სირთულეებზე. ვმუშაობ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, ემოციური გადაღლა, დაბალი თვითშეფასება, ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები და ცხოვრებისეული ცვლილებები. ასევე ვეხმარები ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებაში, პირადი საზღვრების ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ჩემი მიდგომა ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ერთად ვიკვლევთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ვეძებთ პრაქტიკულ გზებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩემი მიზანია, ადამიანებს დავეხმარო განივითარონ ემოციური მდგრადობა, უკეთ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გაიუმჯობესონ თვითშეფასება და შექმნან უფრო მშვიდი, დაბალანსებული და სრულფასოვანი ცხოვრება.

ფასი იწყება80₾-დანმიიღე შეთავაზება

ნინო გახოკია

ინდივიდუალური სესიაწყვილის თერაპია+2
თბილისი

როგორც RPA ბიზნეს-ანალიტიკოსი, სერტიფიცირებული Life Coach და ცვლილებების მართვის ექსპერტი, მე ვეხმარები კომპანიებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და AI ტექნოლოგიების დანერგვაში. ჩემი უნიკალური მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ ექსპერტიზასა და Change Management Coaching-ს, რაც უზრუნველყოფს ცვლილებების მარტივ და სტრესისგან თავისუფალ დანერგვას. ძირითადი მომსახურება: პროცესების აუდიტი და AI-ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ბიზნესპროცესების სიღრმისეული ანალიზი და იმ არეალების გამოვლენა, სადაც AI და RPA ყველაზე მაღალ ეფექტურობას მოიტანს. სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაცია AI და RPA გადაწყვეტილებებით. სამუშაო პროცესების გადაწყობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტისა (LLM-native) და RPA ინსტრუმენტების ინტეგრაციით. Change Management Coaching (ცვლილებების მართვის ქოუჩინგი): პროფესიონალური Life Coaching-ის პრინციპებზე დაფუძნებული მხარდაჭერა, რაც გუნდს ეხმარება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შიშებისა და წინააღმდეგობების გადალახვაში. გუნდის ემოციური და პროფესიული მზაობის შეფასება. თანამშრომლების ემოციური მდგომარეობისა და პროფესიული მზაობის გაძლიერება AI და ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის. სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაცია: მკაფიო და დეტალური დოკუმენტაციის მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე. რა შედეგს იღებს დამკვეთი? საოპერაციო ხარჯების 20–30%-ით შემცირება. ხელოვნური ინტელექტისა და RPA-ს სინერგიით მიღწეული მაქსიმალური პროდუქტიულობა. ადამიანზე ორიენტირებული ტრანსფორმაცია: Life Coach-ის მიდგომით მხარდაჭერილი გუნდი, რომელიც ენთუზიაზმით იღებს ინოვაციებს და აღწევს სტაბილურ, გრძელვადიან შედეგებს. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც მოკლევადიანი აუდიტის, ასევე გრძელვადიანი პროექტების სახით (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

ფასი იწყება100₾-დანმიიღე შეთავაზება

თეონა

ინდივიდუალური სესიაწყვილის თერაპია+2
თბილისი

ვარ ბავშვთა ფსიქოლოგი და ადრეული განვითარების სპეციალისტი. ვმუშაობ ბავშვების კოგნიტური, ადაპტური, მეტყველების, სოციალურ- ემოციურ, თამაშის და სხვა უნარების განვითარებაზე, ასევე მშობლებს ვაძლევ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს ბავშვის ყოველდღიური განვითარების მხარდასაჭერად. ვეხმარები ბავშვებს მათი ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად განვითარებაში, ხოლო მშობლებს — უკეთ გაიგონ და ეფექტურად დაუჭირონ მხარი საკუთარ შვილს. ყველა ბავშვს საკუთარი განვითარების ტემპი აქვს. ჩემი მიზანია, ამ გზაზე თითოეულმა ბავშვმა სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ხოლო ოჯახმა მიიღოს პროფესიული მხარდაჭერა და პრაქტიკული რეკომენდაციები. მჯერა, რომ სწორ დროს აღმოჩენილი და სწორად მიწოდებული მხარდაჭერა ბავშვის მომავალს ცვლის. სწორედ ამიტომ ვმუშაობ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, რათა განვითარება გახდეს უფრო მარტივი, ბუნებრივი და სასიამოვნო.

ფასი იწყება80₾-დანმიიღე შეთავაზება